🎓 პეკინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (BIT) ზამთრის სკოლის პროგრამა 2026
პეკინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2026 წლის ზამთრის სკოლაში და იწვევს პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს მონაწილეობისთვის. პროგრამები ჩატარდება როგორც პეკინისა და ჟუჰაის კამპუსებზე, ასევე ონლაინ ფორმატში.
პროგრამების მიმართულებები მოიცავს:
- Chinese Language and Multicultural Practice (პეკინის კამპუსი / ონლაინ);
- Artificial Intelligence, Global Leadership და Intelligent Robotics Engineering (ჟუჰაის კამპუსი).
🎓სწავლების დაიწყება 2-იანვარს და გაგრჩელდება 16 იანვრის ჩათვლით.
სტიპენდიის პირობები:
პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია BIT-ის სტიპენდია, რომელიც სრულად ფარავს:
- სწავლის საფასურს;
- საცხოვრებელს უნივერსიტეტის კამპუსზე;
- სასწავლო მასალებს;
- დაზღვევას;
- კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებში მონაწილეობას.
გაითვალისწინეთ!!!
კონკურსში მონაწილე სტიპენდიანტებს თავად მოეთხოვებათ საერთაშორისო მგზავრობისა და კვების ხარჯების დაფარვა ჩინეთში ყოფნის პერიოდში.
სასტიპენდიო კონკურში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- სტუდენტის აქტიური სტატუსი
- მაღალი აკადემიური მოსწრება - GPA 3.5 და მეტი
- ინგლისურენოვანი სამოტივაციო წერილი
- საუნივერსიტეტო სწავლების მიღმა დაგროვილი აქტივობები
- არსებობის შემტხვევაში დამატებითი/უნივერსიტეტს მიღმა არსებული საგანმანათლელო პროგრამები
- მოხალისეობრივი თუ სხვა სამუშაო გამოცდილება (მათ შორის რაიმე სახის სტაჟრებები)
- ინგისური ენის დამადასტურბელი საერთაშორისო სერთიფიკატი (არსებობოს შემთხვევაში)
აპლიკანტთა გადარჩევა მოხდება განაცხადების საფუძველზე.
რეგისტრაცია და დამატებითი ინფორმაცია:
სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობისათვის დარეგისტრირდით აღნიშნუი ბმულის მეშვეობით.
აპლიკაციების შევსების ბოლო დღეა: 01.11.2025
რეგისტრაციისათვის იხილეთ ბმული: https://docs.google.com/forms/d/1r2T610wfB1TEPrtQnVEtJmzRU8GzaiQdj56lbvkUjZo/edit
დამატებითი ინფორმაცია პროგრამების შესახებ:
- https://isc.bit.edu.cn/admissionsaid/spss/BITWinterPrograms/index.htm
- https://isc.bit.edu.cn/admissionsaid/spss/BITWinterPrograms_20201010031116496880/index.htm
- ჟუჰაის კამპუსი: https://isc.bit.edu.cn/aboutbit/bitataglance/a0e932ca1dae45a99ea3877d9f0ba9b6.htm